ბელარუსის არაღაირებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ამტკიცებს, რომ კერძო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ახლა ბელარუსში იმყოფება.
„დიახ, ვადასტურებ, ის {პრიგოჟინი} დღეს ბელარუსშია. როგორც მე დაგპირდით, თუ ჩვენთან გარკვეული დროით ყოფნა გინდათ და ასე შემდეგ, დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, „ვაგნერელების“ ხარჯზე“ , – აღნიშნა ლუკაშენკaმ.
მისი თქმით, პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.
ასევე ლუაკშენკამ აღნიშნა, რომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა გამოთქვა სურვილი, რომ დაჯგუფება „ვაგნერი“ ქვეყნის არმიასთან ინტეგრირდეს.