„სანქციების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო რწმუნდებიან იმაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
მისი თქმით, მათი მკაფიო პოზიციაა, დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პარტნიორების ინტერესი არის ძალიან მაღალი. ეს მიანიშნებს, დღეს რაც უფრო მეტი დრო გადის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო რწმუნდებიან იმაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში და აქ რუსულ ინტერესს აძლიერებს. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ჩვენ ვითხოვთ და ეს პოზიცია გვაქვს ყველა შეხვედრაზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მთავარი ოლიგარქი ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმის გამო, რასაც აკეთებს და აძლიერებს რუსულ ინტერესებს ამ ქვეყანაში. ასევე, უნდა დასანქცირდეს ყველა პასუხისმგებელი პირი "ქართული ოცნებიდან", უნდა დასანქცირდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმაში, რომ საქართველო იყოს ე.წ. შავი ხვრელი რუსეთისთვის. ამის ნათელი დადასტურებაა და შემთხვევითი არ იყო რამდენიმე დღის წინ რუსეთის საბაჟოს უფროსის განცხადება, როცა მან თქვა, რომ ზემო ლარსიდან ისინი ახერხებენ სანქციების გვერდის ავლას და ტვირთების გადატანას." - განაცხადა ანა წითლიძემ.