უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე უკრაინა და მოკავშირეები ელოდნენ, მაგრამ ამას აქვს ობიექტური მიზეზები - რუსებმა იცოდნენ რაც ელოდათ, ამიტომ თავაცვისთვის კარგად მოემზადნენ.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„თავად პრეზიდენტმა ზელენსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს {კონტრშეტევა} ზოგიერთ ოლქში ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ისურვებდა. მას აქვს უფლება მიიღოს გადაწყვტილებები და გასცეს ბრძანებები.
როგორც ადრე განვაცხადე, რუსებმა დიდი ინვესტიციები ჩადეს ბოლო ექვს-რვა თვეში თავადცვით შესაძლებლობებში. ზოგიერთ შემთხვევაში მათ აქვთ თავდაცვის სამი ხაზი სიღრმეში. როდესაც ვლაპარაკომ სამ ხაზზე, ვგულისხმობ მილებს, მილებს და მილებს სიღრემში და თავდაცვის სამ დიდ ხაზს.
მათ {რუსებმა} იცოდნენ, რომ უკრაინელები გეგმავდნენ ტერიტორიების დაბრუნებას გაზაფხულზე და ზაფხულში და ემზადებოდნენ ამისთვის“, - განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, სამხედრო თვალსაზრისით შეტევის განხორციელება უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა. მისივე თქმით, უკრაინელები წააწყდნენ რუსების კარგად მომზადებულ თავდაცვას, რამაც შეამელა მათი კონტრშეტევა.