უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტთან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან წინ მიიწევენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მონახოს არსებითი რეზერვები იმისათვის, რომ გადატეხოს სიტუაცია. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ძალაბმა ბახმუტთან ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფლანგებიდან წინ წაიწიეს შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც ბევრი დანაყოფი მონაწილეობდა.
„ამ დრომდე მცირე მტკიცებულებებია იმისა, რომ რუსეთს ოპერატიულ დონეზე გააჩნდეს სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი რეზერვები, რომლებსაც გამოიყენებდა გამაგრებისთვის იმ საფრთხეების ფონზე, რომელიც ახლა გამოიკვეთა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად დაშორებულ სექტორებში - ბახმუტიდან დნიპროს აღმოსავლეთ სანაპირომდე, რომელთა შორის მანძილი 200 კილომეტრზე მეტია“, - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკურ პროგრესს მიაღწიეს საკვანძო მიმართულებებით.