მედიის ცნობით, დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად დაზიანდა გზები, დაიბომბა „როსტელკომის“ შენობა, 19 სახლი, ასევე რუსეთის არმიამ დაკარგა რამდენიმე ვერტმფრენი და თვითმფრინავი.
დონის როსტოვში ამბოხებულების ტექნიკამ დააზიანა გზის სავალი ნაწილი.
ასევე დაქირავებულმა მებრძოლებმა ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს „როსტელკომის“ შენობას.
ვორონეჟის ოლქში სოფელ ელიზავეტოვკაში დაზარალდა 19 სახლი. სახლების დაზიანების ხარისხი უცნობია. ლიპეცკის რაიონში დაზიანებულია ავტომაგისტრალები.
რუსეთის არმიამ დიდი ზარალი განიცადა ტექნიკის მხრივ. დაკარგა მი-8 ტიპის სამი ვერტმფრენი, ერთი სატრანსპორტო მი-8 და კა-52-სა და მი-35მ ტიპის ორი მოიერიშე ვერტმფრენი, ასევე თვითმფრინავი და ორი ჯავშანმანქანა. ასევე „ვაგნერელებმა“ ამბოხის დროს ჩამოაგდეს თვითმფრინავი ილ-22მ და რუსეთის არმიის ექვსი ვერტმფრენი.
რუსული ტელეგრამ-არხების მონაცემებით, დაიღუპა 13-დან 20-მდე ადამიანი.