რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაჯგუფება „ვაგნერის“ ხემღვანელს ევგენი პრიგოჟინს ამბოხს არ აპატიებს. ამის შესახებ CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯინ დოგერტიმ განაცხადა.
„პუტინი მოღალატეებს არ პატიობს. თუნდაც პუტინმა თქვას: „პრიგოჟინო, წადი ბელარუსში“, ის მაინც მოღალატე იქნება და ვფიქრობ, რომ პუტინი ამას არასდრს აპატიებს... მე რომ პუტინი ვიყო, ვიღელვებდი იმ ადამიანების გამო, რომელბიც როსტოვის ქუჩებში ამხნევებდნენ „ვაგნერის“ მებრძოლებს, როდესაც ისინი მიდიოდნენ. რატომ ესალმებიან რუსეთის რიგთი მოქალაქეები მათ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას? ეს ნიშნავს, რომ ისინი მათ მხარს უჭერენ {პრიგოჟინის მებრძოლებს} ან მოსწონთ ისინი. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდი ამბებია პუტინისთვის“, - თქვა ჟურნალისტმა.
მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ პრიგოჟინი მოკლან ბელარუსში, თუმცა დოგერტის თქმით, ეს რთული დილემაა მოსკოვისთვის, რადგან ვიდრე პრიგოჟინს „აქვს გარკვეული მხარდაჭერა, ის წარმოადგენს საფრთხეს, იმისგან დამოუკიდებლად, სად იმყოფება ის“.