უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი Telegram-ზე წერს.
„ჯარების აღმოსავლეთ სარდლობამ დღეს შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ორეხოვო-ვასილიევკის, ბახმუტის, ბოგდანოვკის, იაგოდნოეს, კლეშეევკის, კურდიუმოვკის მიმართულებით. ყველა მიმართულებით არის წინსვლა“, - ამბობს მალიარი.
მისი თქმით, კუპიანსკის, ლიმანისა და მარინკის მიმართულებით მტერი ცდილობს შეტევას, თუმცა წინსვლას ვერ ახერხებს.
ავდიივკისა და შახტიორის მიმართულებით მტერმა განახორციელა ავია და საარტილერიო დარტყმები. სამხრეთით შეტევის ყველა მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.