უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, კრასნოგოროვკას მახლობლად დაიკავეს რამდენიმე პოზიცია, რომელსაც რუსი ოკუპანტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეს არის ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორია, ქალაქ დონეცკის მახლობლად.
მოიერიშე ქვედანაყოფები მტრისთვის მოულოდნელად დაწინაურდნენ.
ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები უშედეგოდ ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.
მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ამ მიმართულებით 104 რუსი სამხედრო განადგურდა, 202 დაიჭრა, ორი კი ტყვედ ჩავარა. ასევე, განადგურებულია 34 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამავდროულად, რუსი სამხედროები უშედეგოდ ცდილობდნენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ავდიივკას და მარინკას მისადგომებთან.