ვორონეჟის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ გუსევის განცხადებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ოლქში ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები ტარდება.
მან არასარწმუნო უწოდა ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის კოლონების გადაადგილების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, BBC-სა და Reuters-ის ინფორმაციით, ვორონეჟში „ვაგნერის“ მებრძოლებმა სამხედრო ობიექტები დაიკავეს.
მედიაში ასევე ვრცელდება ცნობები, როსტოვსა და ვორონეჟს შორის მდებარე დასახლება ვერხნი მამონში სროლისა და აფეთქებების შესახებ.
დასახლება მდებარეობს „დონის“ ავტომაგისტრალთან, რომელიცმოსკოვი-ვორონეჟი-როსტოვის დამაკავშირებელი მთავარი გზაა. ამ მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაკეტილია.