რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაცით, რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა.
ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების განცხადებით, რეგიონებში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომაგისტრალზე საცობებია შექმნილი. გუბერნატორები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვა.