რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია დაჯგუფება „ვაგნერის“ ბანაკებზე რუსეთის არმიის მიერ დარტყმების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. იუწყება რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„სოციალურ ქსელებში ევგენი პროგოჟინის სახელით გავრცელებული ინფორმაციები და ვიდოეკადრები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ბანაკეზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დარტყმების განხორციელების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის არმია აგრძელებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას უკრაინული დანაყოფების წინააღმდეგ შეხების ხაზთან „სპეცოპერაციის“ ფარგლებში.
მანამდე გავრცელდა „ვაგნერის“ ხელმძძვანელის ევგენი პრიგოჟინის განცხადება, რომელშიც ის რუსეთის არმიას “ვაგნერის“ ბანაკებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.