ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მიუხედავად მისი განცხადებებისა, მზად არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებისა და უკრაინაში ომის დასრულებისთვის შესახებ, რადგან აგრძელებს ქალაქებისა და მოსახლეობის დაბომბვას.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
პატელს შეკითხვა დაუსვეს უკრაინასა და რუსეთში აფრიკის ლიდერების ვიზიტზე, ასევე პუტინის განცხადებაზე, რომ მოსკოვი უარს არ ამბობს მოლაპარაკებაზე.
„რუსეთი კვლავ არ გამოხატავს ინტერესს ომის დასრულებისადმი და ეს აშკარაა იქიდან გამომდინარე, რომ აფრიკელმა ლიდერებმა რამდენიმე საათი ბომბსაფარებში გაატარეს, რადგან რუსეთი მათი ვიზიტის დროს აგრძელებდა უკრაინის დაბომბვას“, - აღნიშნა პატელმა.
მისი თქმითი, პუტინი არ ამჟღავნებს ინტერსესს სამშვიოდბო მოლაპრაკებებისადმი.
„პუტინი ბევრ რამეს ლაპარაკობს, და თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად სიმართლეა და რამდენად არა. სრულიად გასაგებია, რომ რუსეთის მოქმედებები - კიევის დაბომბვა, სამოქალაქო, ენერგეტიკულ ინფასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე შეტევა ადასტურებს, რომ არ აქვს ინტერესი {პუტინს} მშვიდობის დამაყარებისა და ომის დასრულებისადმი“, - განაცხადა სახდეპის წარმომადგენელმა.