პარიზის მეხუთე ოლქში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, ალფონს ლავერანის მოედანზე, ერთ-ერთ სახლში გაზი აფეთქდა, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ არ დადასტურებულა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების ტალღამ შენობის ნაწილი დაანგრია, მოგვიანებით კი შენობა სრულად ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად დაშავდა 16 ადამიანი, 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკული, 9 ადამიანის კი ძმიმეა.
აფეთქების შედეგად ჩამოინგრა პარიზის ამერიკის აკადემია, რომელიც სამხედრო ჰოსპიტლის გვერდით მდებარეობს.
ადგილზე მაშველები მუშაობენ. თვითმხილველების თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.