რუსებმა ხერსონში მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხლმძღვანელი ანდრი ერმაკი Telegram-ში წერს.
„ხერსონში რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა მაშველებს, რომლებიც ტერიტორიას შლამისგან ასუფთავებდნენ“, - წერს ერმაკი.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი თანამშრომელი, ხოლო 8 დაშავდა.
მანამდე, დილით, ოკუპანტები თავს დაესხნენ ხერსონის საცხოვრებელ უბნებს. დაიღუპა 27 წლის კაცი.