აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილმა ჰანტერ ბაიდენმა სამ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
53 წლის ჰანტერ ბაიდენი ბრალეულობას აღიარებს ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ორ დარღვევასა და იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. იუწყება AP.
აღნიშნული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰანტერ ბაიდენმა გააფორმა წინასწარი შეთანხმება, ის შეიძლება შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით ან 250 ათას დოლარამდე ჯარიმით.