ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმად, ორ სრულწლოვანს, მათი სქესისგან დამოუკიდებლად დაქორწინების უფლება ექნებათ. შესაბამის გადაწყვეტილებას 20 ივნისს პარლამენტის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 34-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. კანონი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. ინფორმაციას ესტონეთის პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კაია კალასი.
„ვამაყობ ჩემი ქვეყნით. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც ყველას უფლება დაცულია და ხალხს შეუძლია, თავისუფლად უყვარდეს“, – წერს კალასი.
სლოვენიის შემდეგ, ესტონეთი ცენტრალური ევროპის რიგით მეორე ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.
ამასთან, ესტონეთი პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირქსესიანთა ქორწინება დააკანონა. 2023 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კიდევ 34 ქვეყანაშია შესაძლებელი. ისრაელი აღიარებს საზღვარგარეთ გაფორმებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.