რუსეთმა კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებიდან რუსული პასპორტის არმქონე მოსახლეობის ევაკუაციაზე უარი თქვა. ამის შესახებ უკრაინის „ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი“იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, ხერსონის მარცხენა სანაპიროზე ოკუპირებულ ოლეშკში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კახოვკის ჰიდროლექტროსადგურის აფეთქების შედეგად.
“საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და უბრალოდ ადამიანურობის ყველა ნორმის დარღვევით, რუსებმა ადგილობრივები სასიკვდილოდ გაწირეს.
რუსების ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ატარებს გენოციდის ნიშნებს და თითოეული, ვინც მონაწილეობდა უკრაინელების წინააღმდეგ ძალადობაში, სამართლებრივ სასჯელს მიიღებს“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.