ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მივყვეთ იმ საერთო გეგმას, რომელზეც მე და პრეზიდენტმა ბაიდენმა მივაღწიეთ შეთანხმებებს ბალიში“, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.
„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
ენტონი ბლინკენმა სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა რწმენა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
სი ძინპინსა და ენტონი ბლინკენს შორის ეს პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.