რუსეთმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეუშვა გაერო-ს წარმომადგენლები, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარებას ცდილობენ
ინფორმაციას ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.
როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისინი გააგრძელებენ მუშაობას დაზარალებულ ხალხთან წვდომის მოსაძებნად.
„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, დენის ბრაუნმა.
შეგახსენებთ, 6 ივნისს, უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რის შედეგადაც დაიტბორა დასახლებული პუნქტები და ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. კახოვკის კაშხლის აფეთქებას, სულ მცირე, 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
6 ივნისს, გამთენიისას, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. დაიტბორა დასახლებული პუნქტები და ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება. კახოვკის კაშხლის აფეთქების, შედეგად უკრაინის მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა.
ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.