უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არც ერთი Patriot-ის სისტემა განადგურებული არ არის. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.
„ვინც არ უნდა თქვას იქ, რუსეთში, რომ თითქოს ჩვენი Patriot-ები განადგურებულია, ყველა მოქმედია, ყველა ანადგურებს რუსულ რაკეტას და ანადგურებს მაქსიმალურად ეფექტურად. არც ერთი Patriot-ი არ განადგურებულა!“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის ცის დამცველებმა ასზე მეტი ავიადარტყმა მიაყენეს მტრის პოზიციებს და ზურგს.
„განსაკუთრებულად გამოვყოფ კიევის ცის დამცველებს, საჰაერო ძალების კიევის 96-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. ამ შეტევის დროს ყველა „კალიბრი“ და ყველა „კინჟალი“, განადგურდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა თითქოს კიევთან Patriot-ის 5 კომპლექსი გაანადგურა და შეუძლია კიევის ცენტრში ნებისმიერი შენობის განადგურება.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა კიევში ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექს „კინჟალით“ Patriot-ის კომპლექსის განადგურების შესახებ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.