კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი, მათ შორის 13 დატბორვის შემდეგ წყალდიდობას ემსხვერპლა, ხოლო ოთხი ევაკუაციის დროს რუსეთის ძალების დაბომბვას. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო Telegram-ზე წერს.
მისივე თქმით, დაკარგულია კიდევ 31 ადამიანი. დნიპროპეტროვსკის ოლქში წყალი არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს. დატბორილია 876 სახლი. სახიფათო ზონებიდან ევაკუირებულია 3 614 ადამიანი, მათ შორის 474 ბავშვია, 80 კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.
6 ივნისს, გამთენიისას, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.