ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სააკაშვილმა ძალაუფლება ვეღარასდროს დაიბრუნოს.
ჩერგოლეიშვილი ყოფილ პრეზიდენტზე 2013 წელს გამოქვეყნებულ პოსტს ავრცელებს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ წლების წინ მიხვდა, რომ სააკაშვილი შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადავიდა.
„ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი.
ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს.
სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი“, - წერს ჩერგოლეიშვილი.