უგანდაში რადიკალური ისლამისტური ძალების თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთ სკოლაში მოხდა.
თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავსირში მყოფმა „მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა“. ამასთან, თავდამსხმელებმა ექვსი პირი გაიტაცეს.
პოლიციის ცნობით, კიდევ რვა ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მოკავშირე დემოკრატიული ძალები“ აპრილში, ერთ-ერთ სოფელსაც დაესხნენ თავს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.