სტდენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა, ამბობენ, რომ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ
"აუდიტორიაში როცა შევედით, რათა გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, ჯერ ვიღაც მოძველბიჭო ელემენტები იდგნენ იქ და საქმეებს გვირჩევდნენ, შემდეგ გამოვიდნენ აუდიტორიიდან, აღარ მოერიდნენ არაფერს, პლაკატები წაგვართვეს, სადღაც 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან და დაგვიწყეს რტყმა, კიბეებიდან დაგვაგორეს, ამ დროს დაცვა იქ არ არის, არავინ იქ არაა, შემდეგ მოვიდა დაცვა, რომ გვცემეს და შემდეგ გამოგვათრიეს იქიდან. ეს ის ხალხია, რომლებიც სტუდენტები არ არიან, არიან კობახიძის სპეციალურად მოყვანილი ხალხი", - განუცხადა „მთავარ არხს“ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.