ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა შეუძლებელია რომ ჰქონდეს და ის მხარდაჭერაც, რაც აქამდე ფიქსირდებოდა, მილევად რეჟიმშია.
„შეუძლებელია საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც მართავს მასხარა ხაბეიშვილი, რომელი ლიდერი ხაბეიშვილია. რომელსაც [პოლიტიკურ ძალას] ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის იდეოლოგია აქვს. [იდეოლოგია] მთელი თავისი შინაარსით არის დამყარებულია იმაზე, რომ დაჩაგროს საკუთარი თანამოქალაქე და აქვს არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც - კეზერაშვილის მოპარული ფული. ამ სიმბიოზში წარმოუდგენელია რომ ამ [„ნაციონალურ მოძრაობას“] პოლიტიკურ ძალას პერსპექტივა ჰქონდეს. ის მხარდაჭერა, რაც აქამდე ფიქსირდებოდა, უკვე მილევად რეჟიმშია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.