“ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, რომელსაც ირაყლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
ანა წითლიძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლშიც ის ამბიბს: „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე გამოდის, ისვრიან რუსულ რუბლს სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა „ნაციონალები“, მერე გვიწევს, დედა ვაგინოთ „ნაციონალებს“, კი ირგებენ ამას, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი,”.
“ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აგინებს საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, რომელსაც ირაყლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე აკარგვინებენ ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტის ეს გინება ირაყლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აქვს შეწერილი და თან შეწერილი აქვთ სამუდამოდ, ისიც შეწერილი აქვთ, რომ არიან რუსები და შიგნით რაც მოხდა ამის ამსახველი ვიდეო მე დავდე, იყო მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ ოპოზიცია და ფიზიკური დაპირისპირება ყოფილიყო, ამას ცდილობდა მამუკა მდინარაძე, თუმცა მამუკა მდინარაძეს შემდეგ მოუწია დარბაზის დატოვება და განმარტოება მოსაწევ ოთახში მანამ, სანამ არ დაიწყო ისევ სესია. ეს იყო საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გამოხატა თავისი პროტესტი ისე, როგორც გამოხატა, რაც მათ გულზე მოხვდათ და მესმის, რომ მოხვდათ კიდეც. ისინი უნდა შეეგუონ, რომ არიან რუსები, არიან მოღალატეები და თავიანთი ქმედებებით სწორედ ამას შვრებიან, რუსულ ძალებს აძლიერებენ ამ ქვეყანაში და უნდა შეეჩვიონ იმასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი ესე აგინებს და ამის შეწერა მოუწევთ მაშინაც, როდესაც ხელისუფლებაში არიან და მაშინაც, როცა ხელისუფლებაში არ იქნებიან.“ - ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“