ინციდენტი მოხდა პარლამენტში პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი წარწერით: "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". მოქალაქემ "ქათული ოცნების" დეპუტატებს თავზე რუსული რუბლები დააყარა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულ ინციდენტს სამწუხარო უწოდა.
„სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა და სესიის განახლებამდე ჩანიშნა ბიუროს სხდომა.