რუსეთის ძალებმა ხერსონის ოლქში დასახლება ბელოზიორკაში ეკლესიაზე იერიში მიიტანეს.
შემთხვევის შედეგად დაღუპულია 72 წლის სასულიერო პირი და დაშავებულია 76 წლის ქალი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი იტყობინება, რუსეთის არმიის იერიშის შედეგად ბელოზიორკაში დაზიანებულია ოთხი საცხოვრებელი სახლი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედნები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.