“ნაციონალური მოძრაობა"არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში მოსახლეოპბასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, .ქართველ პატრიოტებთან ერთად შეძლებენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას.
“ბათუმში ვხვდებით მოსახლეობას, მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ინფრასტრუქტურის გაძლიერება. 160 სოფელში ,ქალაქში,მუნიციპალიტეტში ვაპირებთ ზაფხულში შეხვედრებს და მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია ხალხთან ერთად ."ნაციონალური მოძრაობა"არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მისი კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ და მე დარწმუნებული ვარ სწორედ ამ ხალხთან ერთად,ქართველ პატრიოტებთან ერთად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს საქართველოში” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, მოსახლეობა ხვდება, რომ გამოსავალი ქვეყნის ხელისუფლების ცვლილებაშია.
“გრძელდება შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეს პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შევხვდით მოსახლეობას ,ვესაუბრებით მათ პრობლემებზე, ასევე პარტიის სამომავლო გეგმებზე, იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში არის. მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ თუ კი ამ რუსული ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს და ხელისუფლებაშია, რა თქმა უნდა, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ უდგას წინ .ამიტომ, მოსახლეობას ჭირდება მხოლოდ ერთი რამ - დასავლური კურსი, რომელიც აიღო მიხეილ სააკაშვილმა “ნაციონალური მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდება თუ კი ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას ჩამოვიშორებთ მართვის სადავეებიდან,” - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.