უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონის ოლქში ჩავიდა.
„სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში.
საკოორდინაციო თათბირი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ოლქში ოპერატიული ვითარება, რომელიც შეიქმნა კატასტროფის შედეგად, მოსახლეობის ევაკუაცია დატბორვის პოტენციური ზონებიდან, საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაცია, რომელიც კაშხლის ნგრევამ გამოიწვია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლოდ უზრუნველყოფის ორგანიზება.
ასევე რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ოპერატიული სამხედრო ვითარება ტექნოგენური კატასტროფის ზონაში“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია ზარალის დაანგარიშება და რესურსების გამოყოფა მოსახლეობის კომპენსაციისათვის, რომლებიც კატასტროფის შედეგად დაზარალდნენ.
რუსეთის ძალებმა მდინარე დნიპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს, ააფეთქეს, რის შედეგადაც მდინარის ორივე ნაპირზე ათობით დასახლებული პუნქტი დაიტბორა.