ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და მას სიცრუე უწოდა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის გამოსვლა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება.
"ურცხვად ავრცელებს სიცრუეს. კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილის დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის პროპაგანდას ემორჩილება. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს. იმედია, ის სხვა მესიჯებს გააჟღერებს", - წერს იუკნევიჩიენე.
ხვალ, 31 მაისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს მიმართავს.
ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი.