ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის გაუქმების შესახებ“, - წერს გლადკოვი.
მას არ დაუზუსტებია, როდის შეძლებენ მცხოვრებლები თავიანთ სახლებში დაბრუნებას, ასევე არაფერი უთქვამს რეგიონში არსებულ ვითარებაზე.