უკრაინაში F-16 ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის საჰერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა განაცხადა. იუწყება CNN
კენდალის განმარტებით, საჭიროა რამდენიმე დეტალის მომზადება, ვიდრე უკრაინელი სამხედროები ამერიკული თვითმფრინავების მართვას შეისწავლიან.
„ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ F-16-ები ან სხვა დასავლური გამანადგურებლები უკრაინელ სამხედროებს გადავცეთ, სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში“, - განაცხადა კენდალმა.
მისივე თქით, ეს ისედაც დაჩქარებული ვადებია, რადგან ამერიკელი პილოტების მომზადებას ორ წელზე მეტი სჭირდება.