ამერიკული გამოცემა The New York Times-მა უპილოტო საფრენი აპარატის დახმარებით, განადგურებული ბახმუტის ვიდეოკადრები გაავრცელა.
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში უკვე რამდენიმე თვეა უკრაინაში ყველაზე ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლები გრძელდება, - წერს NYT.
დრონის მეშვეობით 19 მაისს გადაღებულ კადრებში ჩანს დამწვარი შენობები, დანგრეული სკოლები, პარკები, სადაც დიდი ორმოებია. აქ ოდესღაც იყო მშვიდობიანი ქალაქი, ახლა ბახმუტი სრულად განადგურებულია.