საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 21 მაისს გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, მმართველი კონსერვატიული პარტია „ახალი დემოკრატია“ (ND) ლიდერობს.
ბიულეტინების 30 პროცენტის დათვლის შედეგად პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის პარტიამ ხმათა 41 პროცენტი მიიღო. მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებას - რადიკალი მემარჯვენე ძალების კოალიციას ხმა ამომრჩევლების 20-მა პროცენტმა მისცა.
მესამე ადგილზეა სრულიად საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობა, რომელსაც ამჟამინდელი მონაცემებით ხმების 12 პროცენტი აქვს.
ლიდერობის მიუხედავად, „ახალ დემოკრატიას“ დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირება არ შეუძლია. თუ ის არ გაერთიანდება სხვა პარტიებთან კოალიციაში, ივლისში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. პრემიერმა მიცოტაკისმა მანამდე მკაფიოდ განაცხადა, რომ კოალიციის შექმნა არ სურს.