პარტია „დროაში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიასგან მიიღეს გზავნილი, რომელის თანახმად, ის სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს
ელენე ხოშტარის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არც ის და არც მისი ადვოკატი არ ითანამშრომლებენ მონურ სასამართლოსთან.
"დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს.
არა რუსულ რეჟიმს!" - ნათქვამია ხოშტარიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თელავის პოლიციასთან დაკავებული ელენე ხოშტარია კვლავაც იზოლატორში რჩება. მასთან იმყოფებოდა ISFED-ის ადვოკატი, თეონა კილაძე. ადვოკატის თქმით, ელენე უარს ამბობს თელავში სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დღეს 16:37 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია "დროას" დამფუძნებელი უნდა გაათავისუფლოს პატიმრობიდან ან მოითხოვოს დაკავების ვადის გაგრძელება 24 საათით. შსს-ს ასევე აქვს შესაძლებლობა, ხელწერილის საფუძველზე დაუყოვნებილივ გაათავისუფლოს ელენე ხოშტარია.