მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინელები ქართველების გვერდით იქნებიან თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
„საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს.
უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ამ ბრძოლაში მონების წინააღმდეგ.
მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად ხელუხლებელი და სუვერენული!
მოდით, ერთად ვიყოთ!“, - წერს დანილოვი.