მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვას სურს რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში, რათა თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ამის შესახებ მან AFP -თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვერაფერი შეედრება იმას, რაც ხდება უკრაინაში, თუმცა ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს და მიგვაჩნია, რომ ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ევროკავშირის ნაწილი გავხდებით. რუსეთი ახლო მომავალში, შესაძლოა დესტაბილიზაციის წყარო გახდეს,ჩვენ უნდა დავიცვათ თავი“, - აღნიშნა სანდუმ.
ამასთან, სანდუმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მალე დაიწყება.
„ჩვენი სურვილია, რომ ეს {ევროკავშირში გაწევრიანება) რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.
ასევე, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას სახელმწიფოს უსაფრთხოების ფაქტორია და მოლდოვის დასაცავად კონსტიტუციით განსაზღვრულ ნეიტრალიტეტის სტატუსს არასაკმარისი უწოდა.