უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიას ეწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, „ტვიტრის“ გვერდზე წერს.
„დღეს რომში ვხვდები იტალის პრეზიდენტ სერჯო მატარელას, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონს და რომის პაპ ფრანცისკეს. მნიშვნელოვანი ვიზიტია უკრაინის გამარჯვებისთვის“, – წერს ზელენსკი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია რომში.