აშშ-ის სახელმწიფო მდივამა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მომზადების გზები განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს წვლილზე, რომელიც კიევის საერთაშორისო პარტნიორებს შეაქვთ ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებაში. იუწყება Deutsche Welle
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენის განცხადების თანახმად, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სუვერენიტეტს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ასევე, მან კულებას დაუდასტურა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაპირება, დაეხმარონ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. აშშ უკრაინის ყველაზე მთავარი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვით ომში. ვაშინგტონის სამხედრო დახმარების მოცულობამ 36,9 მლრდ დოლარს გადააჭარბა.