ოკუპანტები შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა უკვე წააგეს ომი თავიანთ გონებაში.
„ოკუპანტები შინაგანად მზად არიან დამარცხებისთვის. მათ უკვე წააგეს ეს ომი თავიანთ გონებაში. ჩვენ მათზე ყოველდღე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რათა ეს დამარცხების გრძნობა გაქცევაში, შეცდომებსა და დამარცხებაში გადაიზარდოს. მადლობა ყველას, ვინც, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, ჩვენს მიწას უკრაინას უბრუნებს. ჩვენ ვემზადებით, რომ თქვენ, მებრძოლებს, კიდევ უფრო მეტი იარაღი მოგაწოდოთ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგცეთ აგრესორის დამარცხებისა და მშვიდობის აღდგენისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.