რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უკრაინის კონტრშეტევის დაწყებისა და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევის შესახებ რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„გარკვეული ტელეგრამ-არხების მიერ გავრცლებული ინფორმაცია შეხების ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე „თავდაცვის გარღვევის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ზოგიერთ მონაკვეთზე ან საერთოდ არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედბები, ან წარმატებით იბრძვიან რუსი სამხედროები. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით მათ მოწინააღმდეგის რვა შეტევა მოიგერიეს.
კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთებულა არც უკრაინის მხრიდან.
მანამდე „ვაგენრის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა. აღნიშნული ცნობები დაადასტურეს უკრაინელმა სამხედროებმაც.