აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, ვლადიმერ პუტინს თუ სურს, აჩვენოს მზრუნველობა, გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია, რომელიც შეშფოთებულია საქართველოში ასობით ათასი რუსეთის მოქალაქის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ. თუ ბატონ პუტინი ნამდვილად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მაშინ მან უნდა გაიყვანოს რუსეთის ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეცვალოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა. მათ სცადეს ქართული ენის ჩაჩუმება 1978 წელს და საუკუნეების განმავალობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ 15 წლის წინ. სამიზნეში იღებს საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვები აშორებს ოჯახებს. უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას მივესალმოთ“, – განაცხადა დეგნანმა.