„ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხდა.
მისი თქმით, ხსნებული პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს.
"ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან, სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისტურ პარტიას არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად.
მეტიც, მათი ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს, შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭრა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშვის - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსნებთ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.