ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსეთის გადაწყვეტილება ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით არის სრული ფარისევლობა და იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ის ზოგადად აწარმოებს.
მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთის ეს ქმედება თითქოს სიგნალია, რომ საქართველოსთან რაღაცას აუმჯობესებს, თუმცა სინამდვილეში პირიქით, ამით კიდევ უფრო ართულებს საქართველოს დასავლეთთან ურთერთობას.
„ის ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას და იბრძვის, რომ მარტონი დავრჩეთ მის პირისპირ. რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან და დაასრულის ოკუპაცია.
ეს არის მოთხოვნაც და ვალდებულებაც, რომელიც რუსეთს აქვს აღებული და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას პრაქტიკულად არ ახსენებს მას და ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებას შესაძლოა მიესალმოს კიდეც“ - თქვა გიგი წერეთელმა.