საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთან ფრენების აღდგენას ეხმიანება და მორიგ პროვოკაციას უწოდებს.
პრეზიდენტის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.
„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჯიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.