პოლონეთმა უკრაინას მიგ-29 ტიპის 10 გამანადგურებელი გადასცა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბლაშჩაკმა ოტავაში ვიზიტის დროს ბრიფინგზე განაცხადა.
კანადის დედაქალაქში ბლაშჩაკი კანადის თავდაცვის მინისტრს ანიტა ანანდს შეხვდა, მოლაპარაკების თემა ეხებოდა უკრაინის მხარდაჭერას, ასევე ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას.
5 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას უკვე გადასცა მიგ-29 ტიპის რვა გამანადგურებელი.
ამასთან, სლოვაკეთმა უკრაინას უკე გადასცა მიგ-29 ტიპის 13 გამანადგურებელი.