პარტია კანონისა და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატს ალუდა ქეთელაურს, რომელმაც ოპოზიციას ფარჩაკები, ტურები და უსინდისოები უწოდა.
'მე არ მინდა, ალუდას გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ არ შემიძლია ასეთი სიტყვები - ფარჩაკი, რაღაც სიტყვებს ხომ ხმარობთ მუდამ. არაფერი შემიძლია. მხოლოდ შემიძლია, გითხრათ, რომ უზრდელი ხართ და წერტილი, მეტი არაფერი. აბა, სხვა რა შემიძლია, რომ გიპასუხოთ? ვერ აგყვებით ახლა ამ რიტორიკაში. გამიხარდება, ქეთელაურივით იქცეოდეთ, მაგრამ არ შეგიძლიათ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.