დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომ თუ არ მოგვცემენ პრობლემას ვერ ხედავს.
„დედაქალაქს, პუტინისტი და რუსეთუმე მერი ჰყავს! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადა, რომ თუ არ მოგვცემენ, პრობლემას ვერ ხედავს ...
საქართველოში დაბადებული კაცი, იმ საქართველოში, რომლის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთს, უკრაინაში "ფეხადგმული", რომელსაც სასტიკად უსწორდება მკვლელი პუტინი და მაინც რუსეთუმე, მაინც პუტინისტი ... ასე იცის კორუფციამ და მომხვეჭელობამ ...
მკვლელი შადრევანით, ყველაფერში "ფულაობით" , ზონდერების ხელმძღვანელობით ცნობილი მერი ...
უნდა დავასრულოთ შურისმაძიებელი, პუტინისტები და ხელიხელ ჩაკიდებულებმა, გავუფრთხილდეთ და ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.