ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის კენჭისყრაში, რომლის თანახმად უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად არის აღიარებული, ქართული დელეგაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
კენჭისყრა გუშინ 27 აპრილს ჩატარდა. მასში არ მონაწილეობდნენ არც ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ქართულ ოცნებაში“ აცახდებენ , რომ მმართველი პარტიის წევრების ოფიციალური ვიზიტი გუშინწინ დასრულდა, ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრნენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნულზე აქცენტის გაკეთება სპეკულაციაა.
"ეს არის სპეკულაცია, რომელიც აწეული არის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და თქვენ ხელს უწყობთ ამას. დღის წესრიგში ეს საკითხები შედის ბოლო მომენტშიც, ამიტომ ჩვენ უკვე გამომგზავრებული {ვიყავით}.ჩვენ აქედან როცა მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები ნაყიდი იყო, იმიტომ რომ ჩვენ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღისწესრიგი. ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, გამონაკლისი ამაზე არ არსებობს, შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ", - ამბობს მიქანაძე.
"ჩვენ აქედან როდესაც მივდიოდით, რამდენიმე კვირით ადრე, ბილეთები უკვე ნაყიდი იყო იმიტომ, რომ გაწერილი გვქონდა კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ ყველა რეზოლუციაზე გვაქვს ხმა მიცემული, ამიტომ გამონაკლისი ამაზე არ არსებობს შესაბამისად, კონკრეტული საქმეებიდან და შეხვედრებიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დასრულდა გუშინ წინ და გამოვემგზავრეთ, მაგრამ ის გარემოება, რომ ჩვენ რაღაცას არ ვუერთდებით, სპეკულაციაა"- აცხადებს გივი მიქანაძე.